სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 189 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12:21, 24.11.2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 189 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებულთა უმეტესობა ადრე გამოვლენილ შემთხვევათა კონტაქტია.

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 152 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათგან 64-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მათ აღენიშნებათ ორმხრივი პნევმონია და სხვა თანმხლები დაავადებები.

რეგიონის მასშტაბით კარანტინში იმყოფება სულ 170 პირი.

მსგავსი