სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 131 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 48, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 131 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 48, გარდაიცვალა ერთი პაციენტი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 131 შემთხვევა დაფიქსირდა. მათი უმეტესობა ადრე გამოვლენილ შემთხვევათა კონტაქტებია.

რეგიონის ექვს კოვიდ-ცენტრში 222 ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან 16 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 71 კოვიდინფიცირებული, მათ შორის ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. „სენამედის“ კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 38 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშ 15 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მძიმეა ორის მდგომარეობა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკაში 20 ინფიცირებული რჩება. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 38 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 48 ინფიცირებული, გარდაიცვალა ერთი, 82 წლის მამაკაცი, რომელიც რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობდა. რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში სულ 24 ადამიანი იმყოფება.

ინფორმაცია სამხარეო ადმინისტრაციამ გაავრცელა.