სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 122 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 123, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 122 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 123, გარდაიცვალა ერთი პაციენტი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 122 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების უმეტესობა ადრე გამოვლენილი ინფიცირებულების კონტაქტებია.

რაც შეეხება ინფიცირების უცნობ წყაროებს, რეგიონის მასშტაბით მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის 6 კოვიდ-ცენტრში 304 ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 28 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 150 მდე პაციენტის მდგომარეობა კი საშუალო სიმძისაა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 140 კოვიდინფიცირბეული, მათ შორის საშუალო სიმძიმისა 80 პაციენტის მდგომარეობა, ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„სენამედის“ კლინიკაში იმყოფება -38 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმეა ხუთი პაციენტის მდგომარეობა.

ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 ინფიცირებული, მათ შორის მძიმეა 12 პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 30 კოვიდინფიცირებული რჩება, მათ შორის ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკაში  23 პაციენტი მკურნალობს, სენაკის კლინიკა „ლაზიკამედში“  31 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 123 კოვიდინფიცირებული, საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 66 ადამიანი.

რეგიონში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 87 წლის მამაკაცი, ზუგდიდის მკვიდრი.