სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 51, გარდაიცვალა ერთი ინფიცირებული
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 51, გარდაიცვალა ერთი ინფიცირებული

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 121 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 51 და გარდაიცვალა ერთი ინფიცირებული, 69 წლის პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან. ამის შესახებ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონში არსებულ ხუთ კოვიდცენტრში 257 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის მძიმეა 18 პაციენტის მდგომარეობა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 130 პაციენტი, ფოთის კლინიკაში 40, აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში – 22 პაციენტი, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 57 პაციენტი.

სენაკის კლინიკა „სენამედში“ კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღება განახლდა. ამჟამად კლინიკაში 12 კოვიდინფიცურებული მკურნალობს.

რეგიონის მასშტაბით თავისუფალი საწოლფონდის რაოდენობა 103-ს შეადგენს. დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 51 პაციენტი.