სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 191 პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 191 პაციენტი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 108 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების უმეტესობა ადრე გამოვლენილი ინფიცირებულების კონტაქტებია. რაც შეეხება ინფიცირების უცნობ წყაროებს, ეპიდემიოლოგები კონტაქტების მოძიების მიზნით ღრმა ეპიდკვლევებს ატარებენ. რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 212 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან 24 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 71 კოვიდდადასტურებული, მათ შორის ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 მკურნალობს, მათ შორის ოთხის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ მკურნალობის კურსს გადის 39 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა 11 პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 24 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის მძიმეა ოთხი პაციენტის მდგომარეობა. აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 14 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 30 კოვიდდადასტურებული რჩება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 191 კოვიდინფიცირებული. სულ საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 96 ადამიანი.