ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 57 პირი იმყოფება, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი – 37.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1942 პირზე.

გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს 14 ნიმუში და ყველას უარყოფითია.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილება დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დამატებით ბიოლოგიურ მასალებს აიღებს.