სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 71 პირია. ამასთან, რეგიონში 227 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია მოეხსნა 920 მოქალაქეს.

ამასთან, გუშინ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 94 ტესტი ჩატარდა, საიდანაც 29 კორონავირუსით ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის კონტაქტები იყო. კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილება რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ბიოლოგიური მასალების აღებას დღესაც განაგრძობს.