სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კარანტინის სივრცეში 15, თვითიზოლაციაში კი, 178 ადამიანი იმყოფება
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კარანტინის სივრცეში 15, თვითიზოლაციაში კი, 178 ადამიანი იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 178 პირი რჩება, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში კი, 15 ადამიანი.

ინფორმაციას ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებამ გუშინ 113 სინჯი აიღო, 91 ნიმუში ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია. ახალი კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. 22 სინჯის პასუხს, რომელიც ფოთში აიღეს, დღის განმავლობაში ელოდებიან. მათი კვლევა ბათუმის ლაბორატორიაში ჩატარდება.

ამასთან, გასულ დღე-ღამეში რეგიონში კომენდანტის საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისთვის ერთი ადამიანი დააჯარიმეს.