სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამოკვლეულ 17 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამოკვლეულ 17 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან კორონავირუსის კვლევაზე გაგზავნილი 17-ვე პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელმა, ანზორ ქობალიამ განუცხადა.

მისი თქმით, 13 ტესტი სამედიცინო კორპორაცია პრაიმედის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ჩატარდა, ოთხი კი ქუთაისის ლაბორატორიაში.

კვლევები რუხის, სენაკის და ზუგდიდის ცხელების ცენტრებიდან და ასევე ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან იყო გაგზავნილი.