სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 433 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 433 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 433 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების უმეტესობა ადრე გამოვლენილი კოვიდინფიცირებულების კონტაქტებია.

რაც შეეხება ინფიცირების უცნობ წყაროებს, მათი კონტაქტების დასადგენად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგები ღრმა ეპიდემიოლოგიურ კვლევებს ატარებენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული ორი ადამიანი – 74 წლის ქალი და 75 წლის მამაკაცი.

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის იმყოფება 143 კოვიდინფიცირებული, მათ შორის 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.

95 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მათ ორმხრივი პნევმონია აქვთ და ჟანგბადი ესაჭიროებათ.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 40 კოვიდინფიცირებული, მათ შორის 8 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ფოთის კლინიკაში იმყოფება 38 ინფიცირებული, მათ შორის 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ზუგდიდის რეფერალური ფოსპიტალში 32 ინფიცირებული მკურნალობს. აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 28 კოვიდინფიცირებული რჩება