სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 400 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 454, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 400 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 454, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელის, მალხაზ თორიას განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსის 400 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 454, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.

გარდაცვლილთაგან ოთხი რუხის კლინიკაში, ერთი სენაკის კლინიკაში, ხოლო ერთი ქუთაისში მკურნალობდა. ამჟამად რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 147 ინფიცირებული.

ამასთან, მალხაზ თორიას თქმით, რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში იმყოფება 119 ადამიანი.

გარდა ამისა, მალხაზ თორიამ ისაუბრა იმის შესახებაც, როგორ მიმდინარეობს რეგიონში კონტროლი, თუ რამდენად იცავენ მოქალაქეები არსებულ შეზღუდვებს.

„შეზღუდვების კონტროლის მხრივ მიმდინარეობს მუშაობა. გეგმურად ხდება გაკონტროლება, დადგენილი წესებისამებრ. განსაკუთრებული შეზღუდვები ჩვენს რეგიონში შეეხო ზუგდიდის და ფოთის მუნიციპალიტეტებს. ამ მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლები გადასული არიან დისტანციურ სწავლებაზე. რაც შეეხება სხვა დანარჩენ მუნიციპალიტეტებს“, – აღნიშნა თორიამ.