სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 138 შემთხვევა დაფიქსირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 138 შემთხვევა დაფიქსირდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 138 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოკვლეული 477 ბიოლოგიური ნიმუშიდან 138-ზე დადებითი პასუხია.

აქედან 93 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 12 შემთხვევა მესტიაში, 10 შემთხვევა ჩხოროწყუში, რვა შემთხვევა სენაკში, შვიდი შემთხვევა ფოთში, ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, ერთი შემთხვევა ხობში, კიდევ ერთი შემთხვევა აბაშაში.

ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს, რომელთა ნიმუშებიც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოიკვლიეს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 108 პაციენტი.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 161 კოვიდპაციენტი, აქედან 49-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 140 ადამიანი.