სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 138 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 375 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 138 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 375 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათი უმეტესობა ადრე გამოვლენილ შემთხვევათა კონტაქტებია.

რაც შეეხება ინფიცირების უცნობ წყაროებს, კონტაქტების მოძიების მიზნით ეპიდემიოლოგები ღრმა კვლევებს ატარებენ.

რეგიონში არსებულ ექვს კოვიდცენტრში 213 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 25-ის მდგომარეობა მძიმეა. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 77 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათგან ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ფოთის ჰოსპიტალში 35 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის ხუთის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

სენაკის კლინიკა „სენამედში“ მკურნალობის კურსს გადის 39 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა 11 პაციენტის მდგომარეობა. ასევე, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 20 კოვიდდადასტურებული პაციენტია, მათ შორის მძიმეა ოთხი პაციენტის მდგომარეობა.

აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 13 კოვიდდადასტურებული პაციენტი რჩება. ამასთან, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“  29 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 375 კოვიდინფიცირებული პაციენტი. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეებში იმყოფება – 93 ადამიანი. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსისგან გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.