სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში​ კორონავირუსზე გამოკვლეული 333 ბიოლოგიური ნიმუშიდან 14 დადებითი აღმოჩნდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში​ კორონავირუსზე გამოკვლეული 333 ბიოლოგიური ნიმუშიდან 14 დადებითი აღმოჩნდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა.

მისი თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 333 ადამიანს ჩაუტარდა. თორიას განცხადებით, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

„14 შემთხვევიდან ექვსი ზუგდიდში დაფიქსირდა, მათგან ოთხი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, ხოლო ორის დაინფიცირების წყაროს დადგენა ახლა მიმდინარეობს, ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, რომლებიც უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, ერთი შემთხვევაა ხობში, ერთი შემთხვევა დაფიქსირდა რუხის კლინიკაში, ოკუპირებული აფხაზეთიდან ცხელებით გადმოიყვანეს ქალი, ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ფოთის კლინიკაშიც, რომელიც ცხელებით შეიყვანეს და არის ლანჩხუთის მცხოვრები.

სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 208 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 68 კოვიდპაციენტი, მათგან 18-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 27 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა ცხრა პაციენტი, ოთხი ზუგდიდის, ორი სენაკის მკვიდრია, ერთი აჭარის რეგიონიდან, ხოლო ორი ოკუპირებული აფხაზეთიდან არიან. რეგიონის მასშტაბით, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 109 ადამიანი“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.