სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 16-ვე ანალიზის პასუხი უარყოფითია
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 16-ვე ანალიზის პასუხი უარყოფითია

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 16-ვე ანალიზის პასუხი უარყოფითია.

შესაბამისად, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ამ დროისთვის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით არც ერთი პაციენტი არ წევს.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეებში ამ დროითვის 36 პირი იმყოფება.

რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში რჩება 174 ადამიანი.

837 მოქალაქეს კი თვითიზოლაციაში ყოფნის ვადა ამოეწურა.