სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 13 ანალიზის პასუხი უარყოფითია

11:15, 22.04.2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 13 ანალიზის პასუხი უარყოფითია.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 32 პირია. საკმაოდ გაიზარდა თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა და დღევანდელი მონაცემებით რეგიონში 198 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია მოეხსნა 839 მოქალაქეს.

სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების კერძოდ, საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის გუშინ ოთხი პირი დაჯარიმდა.

მსგავსი