სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საკარანტინო სივრცეში მყოფთა რაოდენობა გაიზარდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საკარანტინო სივრცეში მყოფთა რაოდენობა გაიზარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, საკარანტინო სივრცეში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 144 პირი იმყოფება. მოქალაქეები საკარანტინო სივრცეში თეთრიწყაროდან გადაიყვანეს.

რაც შეეხება თვითიზოლაციას, ამ დროის მონაცემებით რეგიონში თვითიზოლაციაში 174 პირია, 889 მოქალაქეს კი თვითიზოლაციაში ყოფნის ვადა ამოეწურა.

რაც შეეხება სხვა მონცემებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი 83-ვე ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის 5 პირი დაჯარიმეს. კერძოდ:

ავტომობილით მოძრაობისას სოციალური დისტანცირების წესების დარღვევისათვის – 1 პირი;

საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის – 4 პირი;