სამეგრელო-ზემო სვანეთის ოთხ კოვიდცენტრში 273 ​​ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის ოთხ კოვიდცენტრში 273 ​​ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 80 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 56 ინფიცირებული პაციენტი. ინფორმაციას ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„რეგიონში არსებულ ოთხ კოვიდცენტრში მკურნალობს 273 კოვიდინფიცირებული პაციენტი. მათ შორის მძიმეა 17 პაციენტის მდგომარეობა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 155 კოვიდპაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40 ინფიცირებული, აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში – 28 კოვიდპაციენტი მკურნალობს, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ კი – 50 ინფიცირებული.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 15 ინფიცირებული პირი“, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

დატოვე კომენტარი