სამეგრელო-ზემო სვანეთის ოთხ კოვიდცენტრში 247 ​ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის ოთხ კოვიდცენტრში 247 ​ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 109 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 43 ინფიცირებული პაციენტი. ინფორმაციას ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„რეგიონში არსებულ ოთხ კოვიდცენტრში მკურნალობს 247 კოვიდინფიცირებული პაციენტი. მათ შორის მძიმეა 13 პაციენტის მდგომარეობა.

რუხის კლინიკაში იმყოფება – 131 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში იმყოფება – 40, აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში – 27 პაციენტი, სენაკის კლინიკა ლაზიკა მედიში – 49 პაციენტი.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 106 ინფიცირებული პირი“, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

დატოვე კომენტარი