სამეგრელო-ზემო სვანეთის ოთხ კოვიდცენტრში 237 ​ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის ოთხ კოვიდცენტრში 237 ​ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 119 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 48 ინფიცირებული პაციენტი. ინფორმაციას ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„რეგიონში არსებულ ოთხ კოვიდცენტრში მკურნალობს 237 კოვიდინფიცირებული პაციენტი. მათ შორის მძიმეა 11 პაციენტის მდგომარეობა. თავისუფალი საწოლფონდის რაოდენობაა – 105. რუხის კლინიკაში იმყოფება 123 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40, აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში – 25 პაციენტი, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 49.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 96 ინფიცირებული პირი“, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.