სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხელი ხაზი ამოქმედდა

15:05, 01.09.2026

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხელი ხაზი – 146 ამოქმედდა.

რეგიონის მოსახლეობა მათთვის საჭირო ყველა კითხვაზე დროულ და ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს.

მოქალაქეებისთვის ცხელ ხაზზე დარეკვა უფასოა.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მსგავსი