სამეგრელო-ზემო სვანეთის ხუთ კოვიდცენტრში 150 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის ხუთ კოვიდცენტრში 150 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 150 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 48 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40 ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – ოთხი, აბაშის „ევექსის“კლინიკაში – 18. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 40.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 93 პირი.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 27 ინფიცირებული პაციენტი.