სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში აცხადებენ, რომ სოფელ იფართან სტიქიის საფრთხე აღმოფხვრილია
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში აცხადებენ, რომ სოფელ იფართან სტიქიის საფრთხე აღმოფხვრილია

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია აცხადებს, რომ სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენა ხვალიდან დაიწყება.

როგორც მალხაზ თორიამ აღნიშნა, ძლიერმა სტიქიამ მესტიის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

„სტიქიის შედეგად საფრთხე შეექმნა მესტიის მუნიციპალიტეტში მესტიიდან უშგულის მიმართულებით არსებულ გზის მონაკვეთს სოფელ იფართან. მდინარის კალაპოტის გადაგდების შედეგად საფრთხე ლოკალიზებულია. ასევე პრობლემები არსებობს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიშთან. ვინაიდან, 400 მეტრი გზის მონაკვეთი დაზიანებულია ძლიერი წვიმების შედეგად. აღნიშნულ გზაზე ღონისძიებები, სარემონტო სამუშაოები გატარდება ხვალისთვის, რის შედეგადაც გაიხსნება ახალი სათადარიგო გზის მონაკვეთი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის გადაადგილებას მესტიის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან ადიშამდე“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.