სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან შონია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ერიკ ჰოგს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე რწმუნებულმა მისიის ხელმძღვანელს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ განხორცილებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურულ პროექტები გააცნო.

ლევან შონიამ ერიკ ჰოგს რეგიონში ტურიზმის, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებულ პოტენციალზე მიაწოდა ინფორმაცია. ჰოგმა კი,  მისიისა და მისი მუშაობის სპეციფიკაზე გაამახვილა ყურადღება. მხარეები სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოში 2013 წლიდან დღემდე, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 91 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის ადმინისტრაციამ გაავრცელა.