სამეგრელო-ზემო სვანეთის ექვს კოვიდცენტრში 177 პაციენტი მკურნალობს, მათგან 13-ის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის ექვს კოვიდცენტრში 177 პაციენტი მკურნალობს, მათგან 13-ის მდგომარეობა მძიმეა

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 95 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 177 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 47 კოვიდინფიცირებული პაციენტი, ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 32 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 33 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში  19 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 15 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. სენაკის კლინიკა ლაზიკა მედიში 31 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 57 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 51 ადამიანი. გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი, ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონის მკვიდრი 78 წლის მამაკაცი“, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.