სამეგრელო-ზემო სვანეთის ექვს კოვიდცენტრში 114 პაციენტი მკურნალობს, მათგან რვის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის ექვს კოვიდცენტრში 114 პაციენტი მკურნალობს, მათგან რვის მდგომარეობა მძიმეა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 37 პაციენტი.

რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის ექვს კოვიდცენტრში 114 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან რვა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 44, სენაკის კლინიკა „სენამედში“ – ცხრა, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 21, ფოთის კლინიკაში – 23, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – ცხრა, აბაშის „ევექსის“ კლინიკაში – რვა.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 97 პირი.