სამეფო წყვილის სურვილია, სტუმრებმა თანხა საქორწინო საჩუქრების ნაცვლად ქველმოქმედებას მოახმარონ
სამეფო წყვილის სურვილია, სტუმრებმა თანხა საქორწინო საჩუქრების ნაცვლად ქველმოქმედებას მოახმარონ

უელსის პრინცი ჰარი და მისი საცოლემეგან მარკლი ითხოვენ, რომ საქორწინო საჩუქრების ნაცვლად, სტუმრებმა თანხა ქველმოქმედებას მოახმარონ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სამეფო წყვილმა იმ 7 ორგანიზაციის სიაც გამოაქვეყნა, რომელთა დახმარებაც სურს. წყვილის თქმით, ამ გზით უამრავი ადამიანების დახმარებას შეძლებენ, რომლებსაც სხვადასხვა პრობლემები აქვთ.

სამეფო ქორწილი 2018 წლის 19 მაისს გაიმართება.  ცერემონიალი უინდსორის სასახლეში გაიმართება და მასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სამეფო ოჯახი დაფარავს.

ნოემბერში, ინგლისის სამეფო ოჯახმა ოფიციალურად განაცხადა, რომ პრინცი ჰარი მის ამერიკელ შეყვარებულზე, მსახიობ მეგან მარკლზე ქორწინდება