სამეფო უბნის თეატრში ცნობილ სცენოგრაფ ჟან-გი ლეკასთან შეხვედრა გაიმართება
სამეფო უბნის თეატრში ცნობილ სცენოგრაფ ჟან-გი ლეკასთან შეხვედრა გაიმართება

სამეფო უბნის თეატრში ხვალ თანამედროვეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სცენოგრაფსა და სათეატრო სივრცეების დიზაინერთან, პიტერ ბრუკის ხანგრძლივ კოლაბორატორთან, ჟან-გი ლეკასთან ღია შეხვედრა გაიმართება.

სცენოგრაფი სამეფო უბნის თეატრში მასტერკლასს ჩაატარებს და სტუდენტების კითხვებს უპასუხებს.

ჟან-გი ლეკას სახელი დაკავშიებულია ევროპული თეატრის არაერთი საკვანძო მოვლენასა და გენიალურ რეჟისორთან: ჟან-ლუი ბარო, როჟე ბლენი, ჟან მიშელ სერო, ასზე მეტი სპექტაკლი ლეგენდარულ თეატრებში „კარტუშერი“ და Living Theater, რომლებში იგი არამხოლოდ სცენოგრაფად და კოსტუმების მხატვრად, არამედ მსახიობადაც კი, მუშაობდა. ჟან-გი ლეკას, როგორც სცენოგრაფის ცხოვრება ასევე უკავშირდება ისეთ სახელებს როგორებიცაა ჟან ვილარი, სემუელ ბეკეტი, დარიო ფო და ლუკა რონკონი. 1975 წლიდან 25 წლის მანძილზე ჟან-გი ლეკა პიტერ ბრუკის მუდმივი კოლაბორატორი იყო.

ჟან-გი ლეკა ასევე არაერთი მნიშვნელოვანი სათეატრო სივრცის არქიტექტორია. ქმნიდა ახალ სივრცეებს პარიზში, ნიუ იორკში, ავინიონში, სტრასბურგში, ბარსელონაში, პრაღაში, ლონდონსა და ლისაბონში.

დატოვე კომენტარი