სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მზეთუნახავის" პრემიერისთვის ემზადება
სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მზეთუნახავის" პრემიერისთვის ემზადება

მეოცე სეზონის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, ასე აანონსნებს სამეფო უბნის თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი სპექტაკლს, რომლის საპრემიერო ჩვენებებიც 3 და 4 მაისს გაიმართება.

სპექტაკლი “მზეთუნახავი” არის ზღაპარი დიდებისთვის, რომელშიც პარალელურად ვითარდება ორი ამბავი.  ერთი კრიმინალური ქრონიკაა, რომელსაც საფუძვლად ნამდვილი ამბავი უდევს, მეორე კი კულტურიდან კულტურაში მოგზაური მხატვრული კონსტრუქციის, კოშკში გამოკეტილი ქალწულის კიდევ ერთი დრამა.

“„მზეთუნახავის“ პოეტური ენა და კონცეპტუალური სცენოგრაფია  სასიამოვნო “სანახაობაა” და ჩნდება კონფლიქტი – სანახაობის მშვენიერებასა და შემზარავ ისტორიას შორის”,-ასე ახასიათებს ტექსტისა და დადგმის ავტორი პაატა ციკოლია სპექტაკლს.

დეკორაციასა და კოსტიუმების მხატვრობაზე ქეთი ნადიბაიძემ იმუშვა.

სცენოგრაფიაში მსახიობები პაატა ინაური, კატო კალატოზიშვილი, მაგდა ლებანიძე, სალომე მაისაშვილი, გაგა შიშინაშვილი, იაკო ჭილაია მონაწილეობენ.