სამედიცინო პერსონალისა და 65 წლის ზემოთ პირებისთვის „ფაიზერით“ ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათიდან განახლდება
სამედიცინო პერსონალისა და 65 წლის ზემოთ პირებისთვის „ფაიზერით“ ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათიდან განახლდება

დღეს, 18:00 საათიდან „ფაიზერით“ (PFIZER) ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას სამედიცინო პერსონალი და 65 წლის ზემოთ პირები შეძლებენ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, სამედიცინო პერსონალისა და 65 წელს გადაცილებული პირების PFIZER-ით ვაქცინაცია 15 აპრილიდან ექვს სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი:

– თბილისი: ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და „ამტელ ჰოსპიტალ“ კლინიკა;

– ბათუმი: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო;

– ქუთაისი: ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში.

ვაქცინაცია კვლავ შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის პორტალზე.

რეგისტრაციის ინსტრუქცია მითითებულია ბმულზე.

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობისა და სიკვდილიანობის რისკს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას!

„კოვიდ-19“-ის ვაქცინაცია ინდივიდუალური უფლება და საყოველთაო პასუხისმგებლობაა! ვაქცინაცია ნებაყოფლობითია!“, – ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.