სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო კლინიკა „თბილისი სითი მედიკალში“ არსებულ მდგომარეობას ამოწმებს
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო კლინიკა „თბილისი სითი მედიკალში“ არსებულ მდგომარეობას ამოწმებს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი ამ წუთებში კლინიკა „თბილისი სითი მედიკალში“ იმყოფება და სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას ამოწმებს, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, რეგულირების სააგენტო კლინიკაში მას შემდეგ შევიდა, რაც მედიაში სამედიცინო დაწესებულებასთან დაკავშირებული ნეგატიური ინფორმაცია გავრცელდა.

„მონიტორინგის შედეგად სააგენტო დაადგენს, რამდენად შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს და შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თბილისი სითი მედიკალი“ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ პაციენტების მკურნალობის პროცესშია ჩართული.