სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ ინტოქსიკაციის სიმპტომებით დღეს კიდევ შვიდმა მოზარდმა მიმართა
სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ ინტოქსიკაციის სიმპტომებით დღეს კიდევ შვიდმა მოზარდმა მიმართა

დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ ინტოქსიკაციის ნიშნებით დღეს კიდევ შვიდმა მოზარდმა მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო ცენტრი „იავნანა“ ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, შვიდივე არასრულწლოვანს სამედიცინო მომსახურება გაეწია და მოზარდებმა კლინიკა უკვე დატოვეს.

„გორმედის“ ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ დღეს, 7 ოქტომბერს, ინტოქსიკაციის სიმპტომებით შვიდმა პაციენტმა მომართა. ყველა მათგანს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში სამედიცინო მომსახურება გაეწია და მოზარდებმა კლინიკა დატოვეს.

აქვე მოგახსენებთ, რომ გასული სამი დღის განმავლობაში, 4 ოქტომბრიდან დღემდე, „იავნანას“ სტაციონარში გასტროინტესტინალური დარღვევებით მოთავსებული 25 პაციენტიდან 22-მა კლინიკა დღეს დატოვა.

ამ დროისთვის, პედიატრიულ განყოფილებაში გასტროინტესტინალური დარღვევებით მხოლოდ სამი ბავშვი რჩება. ინტოქსიკაციის სიმპტომებით კლინიკაში მყოფ მოზარდებს, სხვა კვლევებთან ერთად, ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსზეც და ყველას პასუხი უარყოფითია“, – ნათქვამია სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.