სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კლინიკაში დაუდასტურეს.

გორმედის“ ქსელის გორის კლინიკიდან სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ შემოყვანილ ერთ საეჭვო შემთხვევაზე გაიგზავნა ნიმუშები ლაბორატორიაში, თუმცა პასუხი უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ პაციენტს კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდა. „გორმედის“ ქსელის ყველა კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს პაციენტების მომსახურებას“, – განაცხადა „გორმედის“ დირექტორმა ვასილ ჭეიშვილმა.