სამების ტაძრის ეზოში საქართველოს პირველი არხის ტექნიკა დააზიანეს

15:34, 28.08.2021

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკა დააზიანეს. ფაქტი, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა.

მოძრავ სატელიტურ მანქანას სხვადასხვა დაზიანება აქვს. ჩამსხვრეულია ფარები და სარკე. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი