სამების ტაძარში მისული მორწმუნეები ტაძარში გარკვეული დისტანციით არიან განლაგებულნი
სამების ტაძარში მისული მორწმუნეები ტაძარში გარკვეული დისტანციით არიან განლაგებულნი

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა მიმდინარეობს. ლიტურგიას მოსაყდრესთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.

მრევლის ნაწილი ტაძარში გარკვეული დისტანციით არის განლაგებული. წირვის შემდეგ ზიარების წესი შესრულდება და კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს.

ზიარების შემდეგ, მორწმუნეები დასაყოლებელ სითხეს ერთჯერადი ჭიქებით მიიღებენ, როგორც ეს გასულ კვირასაც მოხდა. ეს არის ერთადერთი ცვლილება, რომელიც ზიარების რიტუალში სინოდის გადაწყვეტილებით შევიდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ცოტა ხნის წინ სამებაში საპატრულო პოლიციის ჯგუფი იყო მისული. ისინი სასულიერო პირებს გაესაუბრნენ და ტერიტორია მალევე დატოვეს.