სამების ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება
სამების ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 800-მდე ბავშვი გახდება. აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ნათლობა მესამოცედ იმართება.

აქამდე პატრიარქს 38 175 ნათლული ჰყავდა. საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება.

20:00 საათისთვის სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ნათლულებს დალოცავს.