სამების ტაძარში, ასევე საქართველოს ეკლესიების უმრავლესობაში 10 ოქტომბერს ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება
სამების ტაძარში, ასევე საქართველოს ეკლესიების უმრავლესობაში 10 ოქტომბერს ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სამების ტაძარში, ასევე საქართველოს ტაძრების უმრავლესობაში 10 ოქტომბერს ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება.

„ხვალ, 2021 წლის 10 ოქტომბერს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).

ლიტურგიის შემდეგ, ისევე როგორც საქართველოს ტაძრების უმრავლესობაში, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.