სამების ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპული 22 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
სამების ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპული 22 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპული 22 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.

22 ადამიანის ნეშტის სამების ტაძარში გადასვენებამდე, აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ახლობლები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან შეიკრიბნენ, სადაც ექსპერტიზის შედეგებს გაეცნენ.

1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას გაუჩინარებული კიდევ 22 ადამიანის ნეშტია იდენტიფიცირებული.

კერძოდ: თამაზ ხარბედია – მინისტრის მოადგილე, მიხეილ კოკაია – ჟიულ შარტავას მრჩეველი სამხედრო საკითხებში, ზურაბ ძამუნაშვილი – მებრძოლი, გელა ფარქოსაძე – მებრძოლი, გოჩა შინჯიკაშვილი – მებრძოლი, გიორგი არზუმანოვი – მებრძოლი, კობა ხეჩიკაშვილი – მებრძოლი, ნუგზარ ფრიდონიშვილი – მებრძოლი, ზაზა მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე), ერმილე მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე), სიმონ ჟორჟოლიანი – მებრძოლი (წყალტუბო), მუხრან თუთისანი – მებრძოლი (ხონი), დავით ღლონტი – მებრძოლი (ლანჩხუთი), იმედა კოპალიანი – მებრძოლი, დავით წურწუმია – მებრძოლი, შოთა ჯღამაძე – ექიმი, ნუგზარ მილორავა – მებრძოლი, ასკალო მანაგაძე – მშვიდობიანი მოქალაქე (ქუთაისი), გელა თურმანიძე – მებრძოლი (საჩხერე), ალექსანდრე ზაალიშვილი – მებრძოლი, მუხრან მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე), გიორგი ზარქუა – მშვიდობიანი მოქალაქე (ფოთი).

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ 12 მებრძოლს ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ, ხოლო დანარჩენ ათ მებრძოლს ოჯახის გადაწყვეტილებით საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.