სამების საკათედრო ტაძრისკენ სამგლოვიარო მსვლელობა დაიწყო [ფოტო, ვიდეო]

სამების საკათედრო ტაძრისკენ სამგლოვიარო მსვლელობა დაიწყო.

სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქს, ილია მეორეს სამგლოვიარო მსვლელობით საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში მიასვენებენ.

სამების საკათედრო ტაძარში დღეიდან სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.