სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში 59-ე საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს. პატრიარქის ნათლული კიდევ 564 ბავშვი გახდება. მათ ნათლობის მოწმობები და ჯვრები გადაეცემათ.

საკუთარ ნათლულებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პირადად დალოცავს. პატრიარქს სამების ტაძარში 20:00 საათისთვის ელოდებიან.

საყოველთაო ნათლობის იდეა კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა. ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს.

პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქს უკვე 38 000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.

დატოვე კომენტარი