სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას პატრიარქის მოსაყდრე აღავლენს

09:01, 26.11.2017

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას დღეს პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აღავლენს.

ილია მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე გიორგობის დღესასწაულზე დაასახელა.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყრდედ დადგენილია მიტროპოლიტი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)“, – აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქი ბათუმში იმყოფება, სადაც სასულიერო პირებთან ერთად სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

მსგავსი