სამების საკათედრო ტაძარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა [ვიდეო]

სამების საკათედრო ტაძარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილის განცხადებით, საპატრიარქო სადეზინფექციო ხსნარს ყველა ტაძარს აწვდის.

არქიმანდრიტის განცხადებით, საფრთხე არც აქამდე არსებობდა, რადგან სამება სხვადასხვა საშუალებითა და სპირტოვანი სითხით ისედაც ყოველდღიურად იწმინდება, თუმცა ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხალხის შიშისა და ინტერესის გამო მიიღო.

„საპატრიარქომ ყველა ტაძარს მიაწოდა და აწვდის ამ ხსნარებს, რითაც ხდება დეზინფექცია.  სამების ტაძარი ყოველდღიურად იწმინდება სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებით. სპირტოვანი სითხით იწმინდება ყველა შუშა და საფრთხეს, ზოგადად, არც ისე არ წარმოადგენდა, მაგრამ ასეთი ძალიან დიდი ინტერესისა და ხალხის შიშის გამო, მიიღო საპატრიარქომ ეს გადაწყვეტილება. მსახურებები არ შეჩერებულა ტაძარში. შაბათის მსახურება ჩვეულებრივ 17:00 საათზე დაიწყება. წირვაც 10:00 საათზე და ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდება წირვა-ლოცვები“, – განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.