სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი და პრემიერი ესწრებიან
სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი და პრემიერი ესწრებიან

სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიისთვის ემზადებიან. ღამისთევის მსახურება, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სინოდის წევრებთან ერთად ჩაატარებს, რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება. სამების ეკლესიაში ტრადიციულად, განსაკუთრებული ხალხმრავლობაა.

სამების ტაძარში იმყოფებიან ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მინისტრები, დეპუტატები და ოპოზიციის წარმომადგენლები.

მრევლი მისი უწმინდესობის ეპისტოლეს, მოგვიანებით კი წმინდა ცეცხლის ჩამოტანას ელოდება. ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში რამდენიმე საათში მიიტანენ, საიდანაც უკვე ქვეყნის მასშტაბით ყველა ეკლესია-მონასტერში გავრცელდება.