სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება

სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.

სამების მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავია ადამიანია შეკრებილი, რომლებიც ტაძარში შესვლისთვის თავიანთ რიგს ელოდებიან.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.