სამების საკათედრო ტაძარში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი 11:00 საათიდან მიმდინარეობს.

ოჯახს სამძიმარი მეგობრებმა, ახლობლებმა და პოლიტიკოსებმა მიუსამძიმრეს.

პოეტს სამებიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ჯანსუღ ჩარკვიანი 6 ნოემბერს 86 წლის ასაკში ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი