სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებული საეკლესიო კრების მონაწილეები იკრიბებიან

10:29, 11.05.2026

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მონაწილეები იკრიბებიან.

ტაძარში სტუმრებისა და დელეგატების მიღება 10:00 საათიდან 12:00 საათამდე მოხდება, გაფართოებული კრება კი 13:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.

მსგავსი