სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა მორიგი საყოველთაო ნათლობა გაიმართება
სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა მორიგი საყოველთაო ნათლობა გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 57-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში 17:00 საათზე დაიწყება. პატრიარქის ნათლული კიდევ 630-მდე ბავშვი გახდება. მათ ნათლობის მოწმობები და ჯვრები გადაეცემათ.

საკუთარ ნათლულებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პირადად დალოცავს. ილია მეორეს სამების ტაძარში 20:00 საათისთვის, ნათლობის რიტუალის დასრულების შემდეგ ელოდებიან.

საყოველთაო ნათლობის იდეა კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა. ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს.

პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქს უკვე 37 ათასზე მეტი ნათლული ყავს.