სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 53-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

08:01, 22.04.2018

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 53-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული დღეს 1000-მდე ბავშვი გახდება, რომელთაც საჩუქრად ნათლობის მოწმობა და ჯვარი გადაეცემათ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

უწმინდესის ნათლულები ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

მსგავსი