სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიას ილია მეორე აღავლენს
სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიას ილია მეორე აღავლენს

სამებაში საკათედრო ტაძარში ამაღლებისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.

როგორც მამა თეიმურაზ თათარაშვილმა აღნიშნა, ამაღლება 12-დან ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია და მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის აღდგომიდან მე-40 დღეს აღნიშნავს.

„დღევანდელ დღეს მორწმუნისათვის განსაკუთრებული სიხარულია, რადგან მაცხოვარი მიწიერი ცხოვრების დასრულების, მისი ბრწყინვალე აღდგომის შემდგომ მეორმოცე დღეს მოციქულების თანდასწრებით ზეთისხილის მთაზე ზეცად ამაღლდა, თავის ღვთაებრივ პატივსა და დიდებას დაუბრუნდა, რომელიც მას დედამიწაზეც ჰქონდა. როგორც ოფიციალურად განცხადდა, წირვის შემდეგ სხვადასხვა ტაძრებიდან სამრევლოს წარმომადგენლები სასულიერო პირებთან ერთად მოვლენ და ერთობილი პარაკლისი აღევლინება, რადგანაც დღევანდელი დღე მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით დაკავშირებულია ოჯახურ სიწმინდესა და კეთილდღეობასთან”, – განაცხადა მამა თეიმურაზმა.

მისივე თქმით, ხარების ტაძარში აღევლინება რამდენიმე ათეული წყვილის ჯვრისწერა შედგება, რათა მათი მეუღლებრივი კავშირი კურთხეულ იყოს უშუალოდ ეკლესიის საიდუმლოში თანამონაწილეობით.