სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში, 1990-იან წლებში, აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. თეა ახვლედიანმა გარდაცვლილების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

გადმოსვენებული პირებიდან ხუთი სამხედრო და სამი მშვიდობიანი მოქალაქეა. ოთხ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, ხოლო ოთხი პირი, ოჯახის გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმების ფარგლებში ნაპოვნია 598 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 219.